ქალისთვის დამახასიათებელი სექსუალური ჟესტები


    tuchis-sacxis-casma
  • თავის მკვეთრი მოძრაობა. მაგალითად, თმის სახიდან მოსაშორებლად, ან თმის მხრებიდან   ზურგზე გადასაყრელად. ამ მოძრაობას ინსტინქტურად მოკლე თმიანი ქალებიც კი აკეთებენ;
  • სიარულის დროს ზურგი გამართულია, მკერდი გამოწეულია წინ, ხოლო თეძოები რითმულად ირხევა;
  • ჯდომის დროს ფეხების ნელი გადაჯვარედინება და შემდეგ მათი გამართვა;
  • ოდნავ გაშლილი ფეხები, მიუხედავად ქალის პოზიციისა (მდგომარე, ან მჯდომარე);
  • ფეხსაცმლის ქანაობა ფეხის წვერებზე ნიშნავს იმას, რომ ქალი მამაკაცის გარემოცვაში კომფორტულად გრძნობს თავს. ამ მოძრაობის დროს ფეხსაცმლის წვერი მიმართულია იმ მამაკაცისკენ, რომლის მიმართაც ქალს ინტერესი გაუჩნდა;
  • გამართული მკერდი;
  • ინტიმური მზერა. ასევე შეპარული, ღიმილიანი მზერა;
  • ოდნავ ღიმილი, შემდეგ თვალების დახრა და სხვა მხარეს ყურება;
  • ოდნავ გაღებული პირი, შესველებული ტუჩები;
  • ჩუმი, დაბალი ხმის ტემბრი;
  • ცილინდრული ფორმის საგნის ხელში ტრიალი (სიგარეტი, ჭიქის ფეხი);
  • როდესაც ქალს მოსწონს მამაკაცი, ის ცდილობს მასთან უფრო ახლოს დაჯდეს, ვიდრე სხვებთან;
  • მასთან საუბრის დროს ის უფრო მეტად იხრება წინ, ვიდრე მამაკაცი;
  • მამაკაცის თანდასწრებით სარკეში საკუთარი თავის თვალიერება: შემობრუნება, ან მზერა გვერდიდან, სარკის წინ ტრიალი მაშინაც კი, როდესაც ის ტელეფონით საუბრობს;
  • მამაკაცის თანდასწრებით პომადის დემონსტრაციულად წასმა;
  • როდესაც ქალი ზის მამაკაცის მოპირდაპირე მხარეს და უყურებს მას პირდაპირ თვალებში, ეს ასევე მიუთითებს მის ინტერესზე;
  • მაჯის დემონსტრაცია. ქალი, რომელიც დაინტერესებულია პოტენციური სექსუალური პარტნიორით, დროგამოშვებით აჩვენებს თავის მაჯას.
  • როდესაც ქალები გრძნობენ მამაკაცის მზერას, ისინი აკეთებენ ხელით მოძრაობას. მაგალითად, ისწორებენ ვარცხნილობას, ტანსაცმელს, ან უბრალოდ ეხებიან თმას.