იოგა


იოგა ინდოეთის სულიერი გამოცდილების ერთ-ერთი უძველესი და ღრმა მოვლენაა. შეიძლება ითქვას, იოგას ანალოგი არ მოეპოვება სხვა ხალხთა შორის. უძველეს არიელთა ეს ბრწყინვალე დანატოვარი ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად ვედური კულტურა. არსებობს ინდური კულტურის დათარიღების ორი განსხვავებული ტრადიცია: ერთია დასავლური სამეცნიერო ძიების შედეგად დადგენილი, ხოლო მეორეა თვით ინდური გადმოცემა, ადგილობრივი ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოძღვარიდან შეგირდს უცვლელად გადაეცემოდა (სანსკ. ”პარამპარა” მოძღვარ-შეგირდობის უწყვეტობას აღნიშნავს). აქ ჯერ მხოლოდ ევროპული დათარიღების შესახებ ვთქვათ.
უკვე ძვ.წ.აღ.700 წლის ადრეული უპანიშადები მოიხსენიებს იოგას და მას აზრის(სანსკ.ჩიტა) კონცენტრირების (სანსკ. დჰარანა) საშუალებად განიხილავს. ძვ.წ.აღ. 400 წლის პერიოდის უპანიშადები ბევრად უფრო დაწვრილებით ეხება იოგას მნიშვნელობას. ძვ.წ.აღ. 300 წლის დიადი ეპოსიმაჰაბჰარატა კი იოგას განხილვასა და გადმოცემას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. მაჰაბჰარატას ერთ-ერთი მარგალიტია ბჰაგავატგიტა. ეპოსის ეს ნაწილი მთლიანად იოგას სახელმძღვანელოდ შეგვიძლია ჩავთვალოთ. სიუჟეტი ეფუძნება ნათელმხილველ სანჯაიას მონათხრობს, რომელიც მეფე დრითარაშთრას ბრძოლის ველზე უამბობს, თუ როგორ განსწავლა უფალმა კრშნამ ომის წინ გულდაძაბუნებული არჯუნა,ბჰარატების გვარის უდიდესი გმირი. აქ იოგა ასკეზას უახლოვდება (ბერძ. განსწავლა, აქედან ”ასკეტიკა”) და მსმენელის სულიერ ამაღლებას ისახავს მიზნად. ბჰაგავატგიტაში ”იოგა” ძალზე ფართო და ზოგადი მნიშვნელობის მქონეა. აქ ვერ შეხვდებით კლასიკური იოგას სისტემის ან ვთქვათ ასანების(იოგური პოზების) ჩამონათვალს. უფალი კრიშნას შეგონება შემმეცნებელის(ამ შემთხვევაში, არჯუნას) წინაშე სამყაროსთან და ღმერთთან მიმართების სხვადასხვა ასპექტს წარმოაჩენს. ბჰაგავატგიტას თავები ესევეა დასათაურებული: მოქმედების, ანუ კარმა-იოგა,მოქმედებისაგან განდგომის იოგა,მეფური საიდუმლოს იოგა,ძალთგამოვლინების იოგა და სხვა(”ბჰაგავატგიტას” პირველი თარგმანი ქართულ ენაზე თამაზ ჩხენკელს ეკუთვნის. 1963 წლის ქართულ თარგმანს საფუძვლად დაედო 1956 წ. ბორის სმირნოვის მიერ უშუალოდ სანსკრიტიდან თარგნილი აკადემიური გამოცემა)
კლასიკური იოგას სისტემატიზატორად დაახლოებით ძვ.წ.აღ. მე-2 ან მე-4 საკუნის მოღვაწე პატანჯალი ითვლება. მისი ნაშრომი ”იოგა-სუტრა” იოგის ყველა ძირითად ასპექტს ეხება. ”იოგა-სუტრა” ოთხი ნაწილისა (”იოგას სულიერი მნიშვნელობა”, ”იოგა და იოგაში წვრთნა”,”იოგურ ძალთა შესახებ”, ”თავისუფლება”) და 193 სუტრასაგან შედგება. პატანჯალი მეორე სუტრაშივე განმარტავს იოგას რაობას. მისი თქმით, იოგა არის ”ჩვენს გონებაში წარმოქმნილ აზრთა ტალღების მართვის საშუალება”(”იოგა სუტრის” ქართული თარგმანი ქართველ ინდოლოგსნიკოლოზ კენჭოშვილს ეკუთვნის). ის ასევე მიუთითებს, რომ იოგას მიმდევარი ”თავისი ჭეშმარიტი ბუნების(პურუშას) ერთგული ხდება”(მესამე სუტრა). ”იოგა სuტრაში” იოგა გადმოცე,ულია, როგორც ინდუიზმის ერთ-ერთი დარშანა.ამ უკანასკნელს, მოგვიანებით რაჯა-იოგა ეწოდა, რათა განსხვავებულყო შემდგომში ჩამოყალიბებულ იოგას სკოლათაგან.

7 comments:

  1. anymp4-video-converter-ultimate-crack is a great video converter software that can help you convert 4K Ultra HD / 1080p / HD / General Video to many types of video formats like MP4 / AVI / WMV MKV / MOV as well as 3D videos.
    freeprokeys

    ReplyDelete
  2. ccleaner-pro-crackcan be just really an exact substantial and exceptional tool fr cleanup most of your apparatus with top-notch, outstanding simplicity, and efficacy. With this particular specific application, you may continue to keep the body running smoothly and fast with no work along with time.
    new crack

    ReplyDelete
  3. I really enjoy reading your post about this Posting. This sort of clever work and coverage! Keep up the wonderful works guys, thanks for sharing Lumion Crack

    ReplyDelete
  4. Here at Karanpccrack, you will get all your favourite software. Our site has a collection of useful software. That will help for your, Visite here and get all your favourite and useful software free.
    AnyDesk Premium Crack

    ReplyDelete